ბურუნდის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამი ექსპერტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ბურუნდის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნების წინ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ბურუნდის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის ფილიალს გაუგზავნეს, თუმცა გაძევების მიზეზები არ დაუზუსტებიათ.
ბოლო მონაცემებით, ბურუნდიში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.