ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს და უბრალოდ იმ ვირუსების სიას შეუერთდება, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
„ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემიურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.