პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი, სტანისლავ კარჩევსკი პოსტს ტოვებს და ექიმად იწყებს მუშაობას. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი იტყობინება.
პოლიტიკურ კარიერამდე კარჩევსკიმ ექიმის დიპლომი აიღო და ქირურგად მუშაობდა, 2004 წლიდან კი ის პარტია „კანონი და სამართლის“ წევრია.
პოლონური მედიის ინფორმაციით, კარჩევსკის გადაწყვეტილება არა კორონავირუსის პანდემიას, არამედ პარლამენტის სპიკერ ტომაშ გოძკთან დაპირისპირებას უკავშირდება.