უკრაინაში საკარანტინო შეზღუდვები კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნამდე გაგრძელდება

უკრაინაში საკარანტინო შეზღუდვები კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნამდე გაგრძელდება

უკრაინაში საკარანტინო შეზღუდვები მანამდე გაგრძელდება, სანამ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატი არ შეიქმნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინაში მოვლენები პოლონეთის სცენარით ვითარდება, სადაც კარანტინის რეჟიმს განსაკუთრებული სიფრთხილით, ეტაპობრივად აუქმებენ.

„ძალიან ძნელია გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც საქმე ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამიტომ, გთხოვთ, თავი დაანებოთ პოლიტიკურ სპეკულაციებს კარანტინის თემასთან დაკავშირებით. ეპიდემიის შეჩერების სხვა მექანიზმი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს,“ - აღნიშნა შმიგალმა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 425-ია, 439 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 14 და ინფიცირების 402 ახალი შემთხვევაა აღრიცხული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

Katana . ვაა!.. და საერთოდ რომ ვერ შეიქმნას ასეთი პრეპარატი, მაშინ საყოველთაო ნირვანაში გადავა ქვეყნის 45-მილიონიანი მოსახლება თუ რას აპირებენ?
4 წლის უკან