საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტბანკით ონლაინ აქტივაცია შესთავაზა. სიახლე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაროს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით უკვე მობილბანკით ანდროიდის სისტემაზე, მალე კი iOS-ზეც. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით.
სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს.
ონლაინ აქტივაციისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებლის ვიზუალის მობილბანკის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხდება. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო /ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება.
ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.
სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითიც რომ, მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ.
“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციის დანერგვას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მათთვის წარდგენას. ბანკი ცდილობს მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკი მომხმარებელს ანგარიშის ონლაინ აქტივაციას ფილიალში მისვლის გარეშე სთავაზობს. ეს მომხარებელს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ მოახდინოს მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია, არამედ შეცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია სადაც არ უნდა იყოს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.