ინდოეთმა ჩინეთის საზღვრის მიმართულებით ბომბდამშენები გაგზავნა. ინფორმაციას India Today ავრცელებს. საჰაერო ძალების გადასროლა საზღვრისპირა ტერიტორიებზე მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეკინმა ლადახის პროვინციის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.
გადაწყვეტილებები ორი ქვეყნის ხელისუფლებამ, ორი დღის წინ, ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო. შაბათს მესაზღვრე სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის დროსაც 15 ჯარისკაცი, 7 ჩინელი და 8 ინდოელი დაშავდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება „დაუდგენელ საზღვარს“ უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო დავა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის საზღვარი ამ დრომდე დაუდგენელია.