ალექსანდრ ლუკაშენკო: კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი მეთოდები, ევროპის ქვეყნებმაც გამოიყენეს

ალექსანდრ ლუკაშენკო: კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი მეთოდები, ევროპის ქვეყნებმაც გამოიყენეს

„კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი მეთოდებით, სხვა ქვეყნებმაც ისარგებლეს“- ეს განცხადება დღეს მინსკში გამართულ სხდომაზე ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება გასაძლებია.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს და „ღმერთი წვერით დავიჭირეთ“, მაგრამ ის მეთოდს, რომელსაც მესამე თვე კორონავირუსთან ბრძოლისას ვიყენებთ, მოაქვს თავისი შედეგი. ამ მეთოდით უკვე ისარგებლეს სხვა ქვეყნებმა. შეხედეთ აღმოსავლეთის ქვეყნებს. ისინი ნელ-ნელა ხსნიან შეზღუდვებს. აღდგა სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. თანაც ამ ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.