კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, სამხრეთ კორეაში სწავლის აღდგენის პროცესი შეჩერდა

კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, სამხრეთ კორეაში სწავლის აღდგენის პროცესი შეჩერდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ხელახალი შემთხვევების მასობრივობის გამო 1 კვირით გადაიდო სასწავლებლების აღდგენა, რის ფონზეც სწავლის პროცესი დისტანციურად, ონლაინ გაკვეთილების რეჟიმში დარჩება.

აღნიშნული მოვლენის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები. მოსწავლეები აცხადებენ, რომ ინტერნეტით განათლების დონის მიღება არ წარმოადგენს იმ ხარისხს, რასაც ისინი იღებდნენ სასწავლო დაწესებულებებში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი, 34 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკანასკნელ პერიოდში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე დღის წინ აგრეთვე დაიხურა ქვეყანაში არსებული ყველა ღამის კლუბი და ბარი, რადგან სწორედ აქიდან მოხდა ათეულობით ინფიცირების ახალი კლასტერის წარმოქმნა 29 წლის დაავადებული პაციენტის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, მას 1500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ კორეა კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. 10 936 ინფიცირების შემთხვევეიდან, ექიმებმა 9760 გამოაჯანმრთელეს. 1008 ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს საავადმყოფოებში. გარდაცვლილთა რიცხვი 258-ს შეადგენს.