ფინეთში მალტის ელჩმა ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

ფინეთში მალტის ელჩმა ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

ფინეთში მალტის ელჩი მაიკლ ზამიტ ტაბონა, რომელმაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა, თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„75 წლის წინ ჩვენ ჰიტლერი შევაჩერეთ. ვინ შეაჩერებს ანგელა მერკელს? მან ჰიტლერის ოცნება განახორციელა და ევროპა დაიმორჩილა“, - დაწერა დიპლომატმა Facebook-ზე.

როგორც Times of Malta-სთან საუბარში მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევარისტ ბარტოლომ განაცხადა, გერმანია ოფიციალურ ბოდიშს მიიღებს.

„როგორც კი ამის შესახებ შევიტყვე, ელჩს Facebook-პოსტის წაშლა მოვთხოვე“, - განაცხადა ევარისტ ბარტოლომ.

მაიკლ ზამიტ ტაბონა ფინეთში ელჩის თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა.