დიდი ბრიტანეთი საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიან კარანტინში არ მოათავსებს

დიდი ბრიტანეთი საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიან კარანტინში არ მოათავსებს

საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს დიდი ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთო განცხადებისას დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის საკარანტინო რეგულაციები საფრანგეთიდან მიმავალ მგზავრებს არ შეეხებოდა.

ორ ქვეყანას შორის 1994 წლიდან მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოს ყველზე გრძელი წყალქვეშა გვირაბის მეშვეობით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს აკავშირებს. როგორც მარკონი და ჯონსონის ამბობენ, ორივე ქვეყანაში ამ საკითხის დეტალურად შესასწავლად სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.