კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მე-3 ადგილზეა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მე-3 ადგილზეა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მე-3 ადგილზეა.

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 11, 656 ახალი შემთხვევა და 94 გარდაცვალება დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის სულ 221, 344 შემთხვევაა.

გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 39 801-ია, გარდაცვლილია 2 009 ადამიანი.

პირველ ადგილზე აშშ არის, სადაც კორონავირუსით 1.4 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 264 663 შემთხვევა დადასტურდა.