პოლონეთში, ვარშავის მახლობლად მდებარე ბირთვული კვლევების ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძარი არ მისულა კვლევითი ცენტრის იმ ნაწილამდე, სადაც იზოტოპები და რადიოაქტიური ნივთიერებები ინახება. შემთხვევის ადგილზე რადიაციის დონის შემოწმებამ რადიოაქტიური დაბინძურება არ აჩვენა.
ბირთვული კვლევების ცენტრში ბირთვული რეაქტორი MARIA მუშაობს, რომელიც რადიოაქტიურ ფარმაცევტულ პრეპარატებს აწარმოებს.