ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულია მაროკოელი კაცი რადიკალურად ისლამისტური ხედვებით, რომელიც სავადაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილი მაროკოსა და აშშ-ის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ტერაქტის მომზადების დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.