ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ფეროზუდინ ფეროზს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

როგორც სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, უწყების ხელმძღვანელს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

„ფეროზუდინ ფეროზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საკუთარ სახლში, იზოლაციაშია“, - აცხადებენ უწყებაში.

ბოლო მონაცემებით, ავღანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 563 შემთხვევაა აღწერილი, 468 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 106 ინფიცირებული კი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.