აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი თეთრი სახლის ინფიცირებულ თანამშრომელთან. მისივე თქმით, თეთრი სახლის ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.