შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის სერვისცენტრში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.
რუსთავის სერვისცენტრის მენეჯერმა სოლომონ ნანიტაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა. მან, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სერვისები ელექტრონულ რეჟიმში დისტანციურად განახორციელონ.
აღნიშნული შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.