ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი „პირველი არხის“ ჟურნალისტ ალექსეი კრუჩინინს და ოპერატორ სერგეი პანასიუკს აკრედიტაცია ჩამოართვა. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „პირველ არხში“ აცხადებენ, რომ კორესპონდენტი ქვეყნიდან გააძევეს. ტელეკომპანიაში ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს უსაფუძვლო უწოდეს.
გაძევების მიზეზი კი ჟუტნალისტების მიერ ბელარუსში კორონავირუსის შესახებ მომზადებული სიუჟეტი გახდა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებამ „სიცრუე“ და „ფეიკი“ უწოდა.
ბელარუსში კორონავირუსის 19 255 შემთხვევაა გამოვლენილი, 112 პაციენტი გარდაიცვალა, 4 388 გამოჯანმრთელდა. პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში შეზღუდვები არ მოქმედებს.