სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 102 ადამიანი დაინფიცირდა და ორი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლის ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2 884-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და ძალაში 14 მაისამდეა.