COVID19-ით, ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება რუსეთის 83 რეგიონში. ჯამში რუსეთში სულ კორონავირუსი 155 370 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, 24 საათში გამოჯანმრთელდა 1770 ადამიანი. სულ განიკურნა 19 865 პაციენტი. ლეტალური შემთხვევები გაიზარდა 95-ით და 1451 შეადგინა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალი 5 714 შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა. 822 შემთხვევა მოსკოვის მიმდებარედ, ხოლო 226 შემთხვევა სანკტ-პეტერბურგში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.