უკრაინაში კორონავირუსით 2 500-მდე მედპერსონალი დაინფიცირდა

უკრაინაში კორონავირუსით 2 500-მდე მედპერსონალი დაინფიცირდა

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 366-ით გაიზარდა და 12 697 გახდა. ამის შესახებ კიევის საზოგადოებრივი ჯამრთელობის ცენტრში განაცხადეს.

ინფიცირებულთა შორის 2 479 მედპერსონალი და 881 ბავშვია. ბოლო მონაცამებით, პანდემიას ქვეყანაში 316 ადამიანი ემსხვერპლა, 1 875 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.