ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი მედლით დააჯილდოვა

ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი მედლით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის“ საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ რუსული მედია ფხენიანში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს.

საელჩოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს ჯილდო გადაეცა, პირადი დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მოქალაქეთა მარადიული ხსოვნისთვის, აგრეთვე სამარხების და მემორიალების შენარჩუნებისთვის.