(იბეჭდება შემოკლებით)
რევაზ მიშველაძე, მწერალი:
„როგორ ხასიათზე ხართ „სახელოვანო ქართველო მწერლებო?“ - ზაალ სამადაშვილო, მამუკა ხერხეულიძე, ვაჟა გიგაშვილო, ანა კორძაია-სამადაშვილო?
რაო, მიაღწიეთ თქვენსას?
გამოდევნეთ რუსთაველის და გალაკტიონის აჩრდილები საქართველოს მწერალთა სასახლიდან?
რა პირით შეხვალთ და დაიკავებთ იმ ისტორიულ სასახლეში ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდიძის, ოთარ ჭილაძის და სხვათა ადგილებს?
არ შეგრცხვებათ?
ძალიან ცოტანი და ძალიან პატარანი ხომ არ ხართ იმისთვის, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით მოპოვებულ ამ სავანეში „გაშალოთ ფრთები“?
სად მიუდიხართ ცოდოს, ან იმ წყევლას სად დაემალებით, რითაც დაგწყევლით მთელი გონიერი საქართველო და ასი წლის პოეტი-დედა, მარიკა ბარათაშვილი?“