მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 233 416 გარდაიცვალა, ხოლო 1 014 916 გამოჯანმრთელდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
კორონავირუსით დაინფიციებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 1 069 826 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 63 006 ადამიანი, 153 947 კი გამოჯანმრთელდა.