დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ პრეკონფერენციაზე სენსაციური განცხადება გააკეთა კოვიდ 19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მას ნანახი აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ზემოხსენებული დაავადების წარმოშობას ჩინური ლაბორატორიიდან.მან პეკინთან კავშირების გამო მკაცრად გააკრიტიკა აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს შეადარა.
ტრამპი ჟურნალისტებთან ამერიკის ხანდაზმული მოქალაქეების დაცვაზე საუბრობდა, როდესაც FOX NEWS-ის ჟურნალისტმა ჰკითხა იცოდა თუ არა მან რაიმე უტყუარი დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულების შესახებ, რომელიც ადასტურებს რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „ დიახ , მე მაქვს ეს მტკიცებულება და ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს იმის, რომ ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოა“.
„ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ჩინეთი ცდილობს იყოს… გარკვეულწილად გამჭვირვალე ჩვენთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამის გარკვევას“. ეს საშინელი რამ მოხდა. მათ შეცდომა დაუშვეს თუ არა, ეს ყველაფერი შეცდომით დაიწყო და შემდეგ ისევ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, თუ ვინმემ კონკრეტული მიზნისთვის შეგნებულად გააკეთა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.