ფინეთში სკოლებში სწავლა 14 მაისიდან განახლდება

ფინეთში სკოლებში სწავლა 14 მაისიდან განახლდება

ფინეთში სკოლებში სწავლა 14 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პრემიერ-მინისტრის, სანა მარტინის განმარტებით, საგანმანათლებლო პროცესი ეტაპობრივად და კონტროლირებულად აღდგება. მისივე თქმით, სკოლებში დაწესდება ახალი წესები, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებლები უბდა დაემორჩილონ.

ბოლო მონაცემებით, ფინეთში ვირუსს 206 ადამიანი ემსხვერპლა, 4 995 კი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.