დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინის მდგომარეობაზე ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინის მდგომარეობაზე ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ

აშშ-ის ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ირგვლივ, თუმცა საჯაროდ საუბარი არ სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, თუ რა ხდება, უბრალოდ ახლა ვერ ვისაუბრებ კიმ ჩენ ინზე. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიტუაციას ძალიან კარგად ვფლობ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს Nეწ Yორკ Pოსტ-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.