კორონავირუსის კრიზისის გამო, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 3 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„კორონავირუსის უპრეცედენტო კრიზისის შედეგების გათვალისწინებით, ღყანაირ-ი მოელის, რომ მგზავრების მხრიდან ფრენებზე მოთხოვნის აღდგენას სულ მცირე 2 წელი დასჭირდება. Ryanair Airlines-ი უახლოეს პერიოდში აცნობებს პროფკავშირებს რესტრუქტურიზაციისა და სამსახურის დაკარგვის პროგრამის შესახებ, რომელიც 2020 წლის ივლისიდან დაიწყება. ეს გეგმები კონსულტაციას ექვემდებარება, მაგრამ გავლენას მოახდენს Ryanair Airlines-ზე და შეიძლება 3 000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმება გამოიწვიოს“, - ნათქვამია Ryanair-ის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.