ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 268 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 20 მარტიდან ეს კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 24 275 ადამიანი ემსხვერპლა, 213 435 დაინფიცირდა, ხოლო 112 050 გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.