სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 066-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 066-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 131 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 066-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია – 929 პაციენტი, 32 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას ათასი ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 21 125 ტესტი ჩატარდა.