საბერძნეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს

საბერძნეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის თეოხარისის თქმით, ქვეყანა ტურისტებს ივლისიდან მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას news.gtp ავრცელებს.

„სეზონის უმეტესი ნაწილის გადარჩენის მიზნით, ჩვენ მოქმედება ივლისში უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყანაში ვერ მოხდება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმი ამუშავდეს“, - განაცხადა თეოხარისმა BBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია. „ტურისტებს 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“, - მიმართა მან BBC News-ის ჟურნალისტს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.