რატომ დაიწყო ფრინველის გრიპის, SARS-ის, ახლა კი COVID 19-ის პანდემია ჩინეთში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შვეიცარიული გამოცემა Neue Zurcher Zeitung-ი შეეცადა.
სტატიის ავტორის თქმით, ჩინეთში მოსახლეობის დიდი რაოდენობა შედარებით პატარა ტერიტორიაზეა განთავსებული, სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი სივრცე კი ცოტაა, ამიტომ ცილების მოთხოვნილებას აქ პირველ რიგში მცენარეული პროდუქტებით იკმაყოფილებენ: მაგალითად, სოიოთი. თუმცა ქვეყანაში ასევე პოპულარობით იხვის ხორცი სარგებლობს და სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩინეთში ფრინველის გრიპის გადაცემის მხრივ საფრთხე პირველ რიგში იხვებისგან მოდის. მათ ტბები სჭირდებათ, რომლებსაც პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე სუფთა ჰაერზე აწყობენ. შედეგად შესაძლებელი ხდება გარეული და შინაური ფრინველების კონტაქტი და მათ შორის სხვადასხვა ვირუსის გადაცემა. სწორედ ამიტომ ჩინეთში შინაური ფრინველის მიერ ვირუსის ადამიანზე გადადების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე ფიქრობს, რომ ჩინეთში ცოცხალი ცხოველებით და ფრინველებით ვაჭრობის პოპულარობის მიზეზი ის არის, რომ ამ შემთხვევაში მყიდველი საკვების ჯანმრთელობაში უფრო დარწმუნებულია, რადგან არ სჯერა, რომ სახელმწიფოს პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნ
„აქ ხელისუფლების კომპეტენციის არ სჯერათ, ყვავის კორუფცია, რამაც გლობალური პანდემიის საწინდარი შექმნა. სამწუხაროდ, სიტუაციის გაუმჯობესების შანსები დაბალია: სანამ სახელმწიფო მოქალაქეთა კონტროლში ცრუ პრიორიტეტებს სახავს, მათ შორის სარისკო სოციალური პრაქტიკები კვების და სხვა სფეროებში ფართოდ იქნება გავრცელებული“, - წერს Neue Zurcher Zeitung-ი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.