ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პეკინში აცხადებენ, რომ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
კორონავირუსთან დაკავშირებული ლეტალური შედეგის მაჩვენებელი ჩინეთში უცვლელია – ქვეყანაში ვირუსით სულ 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.