ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, რის გამოც მისი გაუჩინარების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა.
როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას კიმ ჩენ ინის მდგომარეობაზე ძალიან კარგი იდეა აქვს, თუმცა რამდენიმე წუთში აღნიშნა, რომ „არავინ იცის, სად არის ის“.
„ძალიან კარგი იდეა მაქვს, თუმცა ახლა ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია, უბრალოდ კარგად ყოფნას ვუსურვებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.
კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.