რუსული სპეცსამსახურები პრაღის მერისა და კიდევ ერთი ადგილობრივი ჩინოსნის მოწავლას გეგმავდნენ. ორივე მათგანი ამ დროისთვის დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა Respekt-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 3 კვირის წინ პრაღაში დიპლომატიური პასპორტით რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელი ჩავიდა, რომელსაც თან შესაძლოა ჰქონოდა მომწამლავი ნივთიერება.
სწორედ პრაღის მერის, ზდენეკ ჰრიბის მთავრობის განკარგულებით, ჩეხეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა. ონდრჟეი კოლარი კი, პრაღის იმ რაიონს ხელმძღვანელობს, სადაც საბჭოთა მარშალის, ივანე კონევის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. მედია მათზე თავდასხმის მცდელობას სწორედ ამ ფაქტებს უკავშირებს.