კორონავირუსის სამკურნალოდ მეთანოლის მიღების გამო ირანში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის სამკურნალოდ მეთანოლის მიღების გამო ირანში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ყალბი ცნობის გამო, თითქოს ტოქსიკური მეთანოლი კორონავირუსისგან კურნავს, ირანში 20 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდში 728-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ Washington Times-ი წერს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ქვეყანაში ალკოჰოლით მოწამვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შარიათის კანონების თანახმად, ირანში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია, თუმცა მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეთანოლის გამოყენება კარგია კორონავირუსის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის.