კიევის ვიცე-მერი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

კიევის ვიცე-მერი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

კიევის ვიცე-მერი ვლადიმერ სლონჩაკი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი 26 აპრილის საღამოს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამორთული ფარებით მოძრავი ავტომობილი გააჩერა. ავტომობილს კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ლუდმილა კოსტენკო მართავდა, რომელმაც ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. მასთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა კიევის ვიცე-მერი ვლადიმერ სლონჩაკიც, რომელიც პოლიციელს დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სლონჩაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მას დღეს გააცნობს საზოგადოებას.