მრავალი გაფრთხილების მიუხედავად კალიფორნიის პლაჟებზე ხალხმრავლობაა

მრავალი გაფრთხილების მიუხედავად კალიფორნიის პლაჟებზე ხალხმრავლობაა

მრავალი გაფრთხილებისა და სახლში დარჩენისკენ მოწოდების მიუხედავად კალიფორნიის პლაჟებზე ხალხმრავლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს ოლქებში პლაჯები კვლავ დახურულია, თუმცა შტატის სამხრეთში, ვენტურას და ორენჯის ოლქებში ადამიანებს შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში პლაჟებზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.