ფეისბუქ-მომხმარებელი გივი აფაქიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა სტატისტიკაც არ უნდა ვაფრიალოთ შედარებებით, სულ რომ ერთი დაავადებულიც არ მოგვემატოს, გადაადგილების სრულ აკრძალვას მაინც ვერ გაამართლებს. ერთი იმიტომ, რომ ნებართვების გაცემის სამსახური აბსოლუტურად მოუწესრიგებელია.
თუ მოხდა სასწაული და 144-ში დარეკე, ვერ იძლევიან პასუხს ვერაფერზე, ჩვეულებრივი გადამისამართების სერვისია.
ეკონომიკის სამინისტრო, უბრალოდ არ პასუხობს, ასორმოცდამეათედან რიგში პირველი რომ ხდები მაშინ გითიშავენ.
გინდაც ეს სამსახურები გამართულად მუშაობდეს, რა საფრთხეს შექმნიდა ერთ ადამიანს რომ ჰქონოდა (მხოლოდ მძღოლს) მანქანით გადაადგილების და ტაქსს მხოლოდ ერთი მგზავრის უკანა სავარძელზე პირბადით გადაყვანის უფლება?
მე ვერანაირი არგუმენტი ვერ მაფიქრდება. არა და ეს "ერთკაციანი" დაშვება ხალხისთვის კრიტიკულად აუცილებელი გადაადგილების საშუალებასთან ერთად მაქსიმალურად გაამარტივებდა კონტროლს, პრივილეგირებული მოპარპაშეების თემასაც მოსპობდა, არ გამოიწვევდა ამხელა ბრაზს, რომელიც აქამდე მართლა კარგად გაკეთებულ ყველა საქმეს მხარდამჭერებშიც გადაუსვამს ხაზს უეჭველად. გადაწყვეტილებას არ მიცემდა ყოველმხრივ წამგებიან სიმხდალის ფორმას. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ისიც ყველამ იცის, რომ რადიკალური ამკრძალავი ზომების მიზეზი რაციონალობას მოკლებული შიში და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სურვილია, ბავშვიც ხვდება ამას. ასეთ შიშს არც კონკრეტული ადამიანი და არც ადამიანების ჯგუფი არასდროს მიუყვანია ვინმესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე.“