გიორგი თარგამაძე - „მდევნიან და მითვალთვალებენ“

გიორგი თარგამაძე - „მდევნიან და მითვალთვალებენ“

(იბეჭდება შემოკლებით)

„აყვანილი ვარ გაძლიერებულ კონტროლზე.

სამი მანქანით დამყვებიან ვიდეოკამერით და ფოტოაპარატებით შეიარაღებული ახალგაზრდები და დიდ პატივს მცემენ ამით.

ამ „გუნდის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს შევუთვალე კიდეც, რომ ძალიან დამავალებენ, თუ ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ გადაღებულ სურათებს და ვიდეომასალას მომაწვდიან.

მზად ვარ, გარკვეული თანხაც გადავიხადო ამისთვის. სიმართლე გითხრათ, უფრო დაცულადაც ვგრძნობ თავს.

როცა ასე ღიად მითვალთვალებენ ქართული სპეცსამსახურები, რა უნდა ვიფიქრო იმის გარდა, რომ მათ ჩემი დაცვა სურთ. მინდა ამის მჯეროდეს, თუმცა, არც ასეთი გულუბრყვილო ვარ.

ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის ის, რომ თვალნათლივ ვხედავ ადამიანების პიროვნულ პრობლემებს, იმ ადამიანების, რომლებიც ჩემთვის ახლობელნი და პატივსაცემნი არიან.

ვხედავ რა შიდა ბრძოლები აქვთ და ძალიან ვნერვიულობ. ქვეყანაში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მიუხედავად ამისა, თავისუფლების მარცვალს საქართველოში ვერავინ ჩაკლავს.