ეკა კახიანი. მსახიობი:
„გაუგებარია, ვინმე რატომ უნდა გაღიზიანებულიყო თუნდაც მერაბ სეფაშვილის სიმღერით?
მერაბი შესანიშნავი ხელოვანია. ყველასთვის საყვარელი ადამიანი და თუ ის 2 ნოემბერს პარლამენტის წინ მიტინგზე მივიდა, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებას.
უბრალოდ მან თქვა, რომ იქნება იქ, სადაც მისი ხალხია“.
გიო ხუციშვილი, მომღერალი:
„არ ვიძლევი კომენტარებს არანაირ თემებზე გარდა შემდეგისა: ღვინო, დუდუკი, ქალები და სიმღერა.
თუმცა, ქვეყნის ინტერესებისთვისაც არასდროს მიღალატია.
თავის დროზე ვიომე აფხაზეთში, რისთვისაც მედალიც მაქვს მიღებული. იქნება ომი! - წავალ. პოლიტიკა კი არ მაინტერესებს. ვინც რა უნდა, ის თქვას.“
ეკა კვალიაშვილი. მომღერალი:
„ყოველთვის ხალხისთვის ვმღეროდი და ხალხი სადაც არის, ეკა კვალიაშვილიც ყოველთვის იქ იქნება, რადგან მისმა სიყვარულმა შემქმნა, როგორც მომღერალი.
თქვენ როგორ ფიქრობთ, 2 ნოემბერს, სადაც იმდენი ხალხი იყო, შეიძლებოდა განსხვავებული აზრი ჰქონოდა ვინმეს, სხვაგან უნდა ვმდგარიყავი?
დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ასეთ კონცერტებზე გაჭირვების გამო წავიდოდა და შესაძლოა, სულაც არ მისცეს ხმა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, ვისთვისაც მღერის.“