ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 120 გ
აისბერგის ფურცლები - 100 გ
ტორტილასი (სომხური ლავაში)
კვერცხი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 70 მლ
ლიმონის წვენი - 30 მლ
მარცვლოვანი მდოგვი - 25 გ
პარმეზანი - 50 გ
პილპილი
მომზადების წესები
ქათმის ფილე შევბრაწოთ მცირე რაოდენობის ზეთში და დავჭრათ წვრილად.
დავანაწევროთ აისბერგის ფურცლებიც. უნდა მოვამზადოთ სპეციალური დრესინგი: 2 კვერცხი ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთთან ერთად და მიღებული მასას ბლენდერში ნელ-ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარცვლოვანი მდოგვი და პარმეზანი.
დრესინგი შევურიოთ ქათმისა და აისბერგის ფურცლებს. მიღებული მასა კი გადავახვიოთ ტორტილასში.