ხრაშუნა მაკარონის წასახემსებელი, რომელიც წუთებში მზადდება

ხრაშუნა მაკარონის წასახემსებელი, რომელიც წუთებში მზადდება

ინგრედიენტები

წყალი - 6 ჭიქა

ზეთი - 1 სკ

მარილი - 1 სკ

მაკარონი - 250 გ

სიმინდის სახამებელი - 3 სკ

სასურველი სანელებლები

მომზადების წესები

თბილ წყალში ჩაყარეთ მარილი, ჩაასხით ზეთი და დაახურეთ თავი. რომ ადუღდება, ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ 6-7 წუთით.

მაკარონი გადაწურეთ, გადაასხით ცივი წყალი და მაქსიმალურად დაწრიტეთ. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ სიმინდის სახამებელი და ამოურით.

ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და ნაწილ-ნაწილ დაბრაწეთ მაკარონი.

შემწვარ მაკარონს დაუმატეთ მარილი და სუნელები (წითელი და შავი პილპილი, ჩილი, გამხმარი ქინძი... ) გემოვნებით.