კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, რამდენიმე კომპანიამ თბილისის გამგეობებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს, როგორც კერძო კომპანიების, ასევე მოხალისეების ჩართულობა და დახმარება. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. დღეს, კიდევ 100-მდე სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს დავეხმარებით", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.