კომპანია m2-მა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. ნობათების დარიგების ღონისძიებაში, წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ჩაერთო. ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის #5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.