ინგრედიენტები
სპაგეტი - 300 გ
ჩერი პომიდორი - 400 გ
ლიმონის ცედრა და წვენი - 1 ცალი
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
ქიშმიში - 50 გ
დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
ორეგანო (თავშავა) - 2 ღერი
სალათი რუკოლა - 1 კონა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოათავსეთ სპაგეტი ღრმა ტაფაში, დაუმატეთ პომიდორი ჩერი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი, ზეთი, ქიშმიში, ბაზილიკი.
დაასხით 750 მლ ადუღებული წყალი. აადუღეთ და დაუკელით ცეცხლს. ხარშეთ 15 წუთი. პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი.
გადმოდგით ცეცხლიდან, ამოიღეთ სპაგეტიდან დარიჩინის ჩხირი და სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ რუკოლად და ბაზილიკი.