“კაცობრიობას მხოლოდ ეს გადაარჩენს…” – რა იხსნის მსოფლიოს კორონავირუსისგან

“კაცობრიობას მხოლოდ ეს გადაარჩენს…” – რა იხსნის მსოფლიოს კორონავირუსისგან

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა შესაძლოა მინიუმ ერთი წელი მაინც არ შემუშავდეს, ვირუსი კი ელვისებურად ვრცელდება და შესაძლოა ამ ხნის განმავლობაში ინფექციამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ევროპაში და აშშ-ში ვითარება დღითიდღე უკონტროლო ხდება.

რა არის გამოსავალი, რისი იმედი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს, არის თუ არა იმედი იმის, რომ გადავრჩებით, თუ მსოფლიო ხანგრძლივ და მომაკვდავ ბრძოლაში ჩაება?

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პანდემიის დროს თუნდაც ვაქცინა არ არსებობდეს, მთავარია, რომ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება დავიცვათ,ანუ ინფექციის წყაროს იზოლირება მოვახდინოთ. მან ასანთის ღერების მაგალითზე ნათლად და ზუსტად ახსნა ის მოდელი, თუ არსებული პანდემიის ფონზე, ადამიანები როგორ უნდა მოიქცნენ.

„განსხვავებით სხვა დაავადებებისაგან,როდესაც პანდემიაზე და გადაცემაზეა საუბარი, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება არა პაციენტის მკურნალობას (რა თქმა უნდა ესეც აუცილებელია), არამედ უფრო ეპიდემიოლოგიურ თავდაცვას.

„შუა საუკუნეებში შავი ჭირი,რომ შავი ჭირი იყო,რომელმაც ნახევარი მსოფლიო გაანადგურა, მაშინაც მთავარი - ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი პანდემიის დროსაა მთავარი.

"ანუ, გადაცემის მექანიზმი თუ არ იქნება, მაგალითად, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ასანთი რომ ჩავამწკრივოთ, ერთ მხარეს ცეცხლი მოვუკიდოთ, შუიდან ერთი ასანთი ამოვიღოთ და ანთებულ და საღ ასანთს შორის დიდი მანძილი დავტოვოთ, ზუსტად ეს მანძილი დაიცავს საღ ასანთს ანთებისგან, ანუ ამით იმისი თქმა მინდა, რომ ინფექციის გადამცემის როლი უნდა შეწყდეს, ინფექციის წყაროს იზოლირება უნდა მოხდეს, კაცობრიობას მხოლოდ და მხოლოდ ეს გადაარჩენს.

„იმიტომ ამბობენ, რომ ეპიდემიის დროს ადრეულ დიაგნოსტიკას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უკვე ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას.

„საქართველო მთელი მსოფლიოსთვის კარგი მაგალითია, იმიტომ, რომ ჩვენთან სწორედ ინფექცია ჯერ კიდევ კონტროლირებადია.

„რამდენადაც ვიცი სამწუხაროდ მსოფლიოში იქამდეც მივიდა საქმე, რომ ინფიცირებულ მოხუცებს უფრო ნაკლები ყურადღება ექცევათ, ვიდრე ახალგაზრდებს, სამწუხაროდ ეს იმ ფაქტს მოჰყვება, როდესაც პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე მათი მკურნალობის შესაძლებლობა" - განაცხადა მან.

ხმალაძისვე აზრით, კორონავირუსის ვაქცინა ერთ წელიწადში აუცილებლად უნდა იყოს, თუმცა, იგი ასევე მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაა, რომ ვაქცინაზე ადრე უფრო მეტად ეფექტური მკურნალობის მეთოდები შემოვიდეს, რომელმაც შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შეამციროს.

„ჩემი აზრით, ერთ წელში ვაქცინა აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ, რომ რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, მაგრამ, ვაქცინა რომ დადასტურდეს, ერთი წელი ამიტომაა საჭირო.

„ისიც არაა გამორიცხული, რომ მხოლოდ ვაქცინაზე არ ვიყოთ დამოკიდებული და უფრო ადრე მკურნალობის მეტად ეფექტური მეთოდები შემოვიდეს, რაც ინფიცირებულთა რაოდენობას შეამცირებს.

„ჩვეულებრივი გრიპისგან ამერიკაში 500-600 ათას ადამიანამდე იღუპება, უბრალოდ ეს ახალი ვირუსია და ასეთი გავრცელება და საკმაოდ მაღალი სიკვდილიანობა მოულოდნელი აღმოჩნდა, (მაგალითად იტალიაში) და ამით ჩვენ ავლაპარაკდით, თორემ ვერ წარმოიდგენთ ჩვეულებრივი ფილტვების ანთებისგან, რომელიც გრიპს მოსდევს ხოლმე, მსოფლიოში რამდენი ადამიანი იღუპება.

„ამჯერად მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ ვაქცინას ველოდოთ, არამედ ხალხს ამის შესახებ სოციალური განათლება მივცეთ და ვირუსის გადაცემა მაქსიმალურად შევზღუდოთ.

"თუ ვირუსი არავის გადაეცემა, მაგალითად ელემენტარულად გამყიდველისგან თუ ნივთს არავინ არ იყიდის, გამყიდველი გაკოტრდება, იგივე მოხდება ვირუსზეც, თუ მისი გადაცემა, არ მოხდება, ინფექციის წყარო ადრე თუ გვიან დაიხურება, ეს ის ინფექცია არაა, რომ მიწაში დიდი ხნის განმავლობაში ბუდობს და მერე აღმოჩნდება, რომ გამრავლდა, ეს ადამიანიდან ადამიანზე გადამცემი ინფექციაა და შესაბამისად თუ ინფექციის წყაროს ეფექტურად ვებრძვით, შედეგიც შესაბამისად ადეკვატური და კარგი გვექნება" - განაცხადა ხმალაძემ.