#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.
დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ"; ჰოსტელი - „შავი პომიდორი"; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა"; ბარი - „მეობა"; კაფე - „თონე"; „ჩიკატაი"; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა" და სხვა.
#თიბისიშენთვის პროგრამა ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს:
- მხარდაჭერას ბიზნესების გაციფრულებისთვის;
. ონლაინ ბიზნესგანათლებას;
- შეღავათებს საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;
- შეღავათებს ციფრულ პროდუქტებზე.
ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერა მოიცავს:
- კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა 3 დღეში. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. VISA-ს მხარდაჭერით, პირველი 100 კომპანია, რომელიც პროექტში ჩაერთვება, ვებ-გვერდის მომსახურებას წლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს;
- ქართული ნაწარმის vendoo.ge-ზე განთავსება, მინიმალური საკომისიო გადასახადით;
- პროდუქციის განთავსება ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ-მარკეტზე - mystartup.ge, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე ბიზნესების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
ონლაინ ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ტრენინგებში მონაწილეობა მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
#თიბისიშენთვის პროგრამის კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესებისთვის ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა, კერძოდ:
- ბიზნეს ინტერეტბანკში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ;
- ბიზნეს ინტერენტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ;
- დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება უფასოდ;
ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც.
- სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე;
- ბიზნესბარათის უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას;
- საკომისიო გადასახადი გაუქმდა ინტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე ;
- პოს-ტერმინალზე გაუქმდა შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე;
- შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.
#თიბისიშენთვის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.