ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი - 864 დაფიქსირდა, - ამის შესახებ ესპანეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა. ჯამში ესპანეთში 9 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და კორონავირუსით ინფიცირებულია 102,136 ადამიანი, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.