უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი და ჯანდაცვის მინისტრი ილია ემეცი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უმანსკის გათავისუფლებას მხარი 249 დეპუტატმა, ემეცის კი - 271 დეპუტატმა დაუჭირა. ამასთან ერთად, რადამ ჩააგდო მინისტრების შემცვლელების, სერგეი მარჩენკოს და მაქსიმ სტეპანოვის დანიშვნის საკითხზე გამართული კენჭისყრა.
გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ოლგა ბუსლავეცის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგიდან პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მოიხსნა. შესაბამისად, სამი სამინისტრო დროებით ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.