“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.

 შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში „StopCov“ 100 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი ჰუალინგ ჯგუფის წევრია, რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ჯამში ჯგუფის მიერ შეტანილი თანხა ფონდში 200 000 ლარს შეადგენს .